ირაკლი ზარქუა - ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი!

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი! ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

როგორც ზარქუამ ამ კონტექსტში აღნიშნა, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს.

„სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნის საელჩოები და ელჩები ქართველი ხალხის ნების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ამის არაერთი დემონსტრირება ვნახეთ.

ასევე ვნახეთ უცხო ქვეყნების თანამდებობის პირების საქართველოში ჩამოსვლა და მათი მიტინგებში მონაწილეობა. ეს პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ სურთ, ამბოხსა და ჯანყს შეუწყონ ხელი.

სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს. ჩვენ საქმე გვაქვს რევოლუციის მცდელობებთან. ამაში უამრავი თანხები იხარჯება, რაც უნდა დასრულდეს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება.

გგონიათ აშშ-ში რომელიმე საელჩოს აქვს უფლებამოსილება, რომ შიდა გადატრიალებებში მიიღოს მონაწილეობა?! არა! - მივიღებთ იგივე კანონებს, როგორ არის აშშ-სა და ევროპაში. არც მეტი, არც ნაკლები!", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს მიაჩნია, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი პარტნიორები საქართველოში არაერთ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას სჩადის“.

„მათ შორის არის USAID, რომელსაც თავად აშშ-ს მთავრობა კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე შესასწავლია. ასევე არის ევროპული ფონდები - გერმანული „ადენაურის ფონდი“ და ბიოლის ფონდი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას აფინანსებდა.

ყველა ელჩი საქმის კურსში იყოს იმ თანხების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იხარჯებოდა. მათ შორის არის შვედეთის საელჩო. ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული იქნება!

მადლობა, რომ გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციის მაგალითი, რომელმაც იმის ლუსტრაცია მოახდინა, თუ როგორ იხარჯებოდა საერთაშორისო თანხები ამა თუ იმ ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა