საქართველოში პირველად ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი იმართება - ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი"

9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორია "საქართველოს ბანკი".

„ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისში აშენდა ყინულის არენა, რომელიც 700-მდე მაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა და თხილამურებით რბოლა ბაკურიანში გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონის ტრასა.

მასპინძელი ქვეყნის დროშა საქართველოს, იტალიაში გამართულ ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში მოეწერა ხელი.

"საქართველოს ბანკი"ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.

(R)

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები