რობერტ ფიცო ილონ მასკს - უდავოა, რომ USAID-ის რესურსები სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა

უდავოა, რომ USAID-ის რესურსები სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წერილშია ნათქვამი, რომელსაც იგი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელს, ილონ მასკს სწერს.

„USAID-ის გამოცხადებული გაუქმება სლოვაკეთის შიდა საქმეებზე ახდენს გავლენას. უდავოა, რომ USAID-ის რესურსები სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ“, - წერს რობერტ ფიცო.

რობერტ ფიცო ილონ მასკს „სასარგებლო პროექტების სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან გამიჯვნასთან“ დაკავშირებით დახმარებას სთხოვს.

„მიზანშეწონილად მიმაჩნია გთხოვოთ ინფორმაციის მოწოდება, სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მასმედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ“, - აღნიშნავს ფიცო.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ილონ მასკს აშშ-ისა და სლოვაკეთისთვის ორმხრივად სასარგებლო პროექტების განსახილველად შეხვედრას სთავაზობს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერა, სააგენტოს თანამშრომლები კი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სააგენტოს დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო