ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას - პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს

კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.

„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„მათ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, თავიანთი დემოკრატიული უფლებების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს“, - აცხადებს ბიურო.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს.

„ამან გზა ახალ ეროვნულ არჩევნებს უნდა გაუხსნას, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე იქნება დაფუძნებული. ასევე, ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან უნდა ითანამშრომლოს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები წელს, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიუროს სჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესებში შედის.

„ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას, ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი ამ მიზნით მხარდაჭერისთვის მზად არის. 2025 წლის 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს ბიუროს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია