ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება. გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას მაშინ, როცა გარეთ ძაღლს ასეირნებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„თავს 3 ნიღბიანი დამესხა, აგერ კამერები არის. ვერავის შეაშინებთ, ვერავის, საერთოდ. დრო არის ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვან. მცემენ, მიმარტყავენ-მომარტყავენ, ვის უნდა შეეშინდეს? ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ, ეს ხალხი გაიქცევა. მაგრად მოაწყვეთ, დილის 9 საათზე, ძაღლს რომ ვასეირნებ, უნდა მომვარდეთ და მცემოთ, ძალიან სასაცილოა. არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ 3 კაცი მომვარდა ნიღბებით, მაღაზიაში შევედი, მერე წავიდნენ. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერ და მივყვები, როგორც საჭიროა. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს, კარგად ვგრძნობ თავს. „გაუსწორეს“, ახლა „აჩოტს“ მისცემენ, ვცემეთ, ჩვენ ჩვენი გავასწორეთ, რაც იქ ქნაო. ღმერთმა შეარგოთ ასეთი ცხოვრება, თუ ასე უნდათ ცხოვრება, ვისაც ასე უნდა ცხოვრება, იცხოვროს, ჩვენ არ ვაპირებთ ასე ცხოვრებას“, - აცხადებს გაბიტაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს