ექიმის ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა. ექიმის განმარტებით, მიუხედავად ამისა, გაბიტაშვილმა კლინიკის ხელწერილის საფუძველზე დატოვება გადაწყვიტა.

„მამაკაცის გადმოცემით, სახლიდან გამოსვლისას თავს სამი პირი დაესხა. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლის დროს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ასევე, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა. ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ექიმმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს, ქუჩაში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს