„გახარია საქართველოსთვის“ - ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ - ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე

ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, - ამის შესახებ განცხადებას „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის განცხადებით, „მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას“.

„ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, ნიღბებს უკან იმალებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ქმედებები მიუთითებს ერთადერთ მიზანზე – საზოგადოების დაშინებაზე. ცხადია, მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც სოლიდარობა, გონიერება და სიმტკიცე იქნება ჩვენი მთავარი იარაღი, რომლითაც ივანიშვილს დავაკარგვინებთ მისთვის ყველაზე მთავარს – ფულს და ძალაუფლებას, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის. ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება. გაბიტაშვილის თქმით, ნიღბიანები მას მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც გარეთ ძაღლს ასეირნებდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა