ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - წერონ და იკითხონ - არ გვაინტერესებს!

წერონ და იკითხონ - არ გვაინტერესებს! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიღებაც 13 თებერვალს იგეგმება.

ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციების ფასი, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, არის ნული.

„როგორც ჩანს, ეს პროცესი „ნაცების“ მიერ არის დაფინანსებული. ახლა უნდა წერონ და ასეთი რეზოლუციები გამოაცხონ.

როგორც აქამდე ამ რეზოლუციების გავლენა იყო ნული, ასე იქნება ახლაც - უსამართლო რეზოლუციებს შედეგი არასდროს ექნება.

არ ჩერდება უბედური ჯო უილსონიც. გვიტევს! „დაუნ დიქტეიტე“ ნათელაშვილიც კი უფრო მაღალ დონეზე დგას. წალენჯიხაში, ჯგალი იყო გადაკეტილი. მეგონა „ტვიტერზე“ დადებდა, მაგრამ არ გამოეხმაურა, რადგან არ დავაფინანსეთ - რომ დაგვეფინანსებინა, „ტვიტერს“ დაგვითმობდა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, "საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ".

შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია