მარგუს ცაჰკნა - საქართველო არ შევა ევროკავშირში ახლანდელი კურსით - თუ ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით - თუ საქართველოს ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება "კრიზიდან გამოსვლის და ნდობის გზაა".

"სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს - სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას, ისევე როგორც საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული.

ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნები ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა.

თუ [საქართველოს] ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა