გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური - ბუნდესვერის სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის შემთხვევები ფიქსირდება

გერმანიაში სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის, საზღვაო ბაზებში შეღწევისა და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან მიახლოების მცდელობები ფიქსირდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა.

მისი თქმით, დივერსიის შედეგად „ერთზე მეტი სამხედრო ხომალდი“ დაზიანდა. ამასთან, კააკის მტკიცებით, ბუნდესვერი ინფორმირებულია ხმელეთიდან და ზღვიდან სამხედრო-საზღვაო ბაზებში შეჭრის შემთხვევების, ასევე სახლში დაბრუნებული ჯარისკაცების მიახლოების მცდელობების შესახებ.

"ჩვენი შეფასება: ისინი გვცდიან. ისინი ცდილობენ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ალიანსის ფარგლებში და, შესაძლოა, ისინი ქმნიან ნიადაგს შემდგომი აქტიური სამხედრო მოქმედებისთვის“, - აღნიშნა კააკმა.

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზეც ისაუბრა.

„რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხე უფრო აქტუალურია 2025 წლის დასაწყისში, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ექსპერტები და სადაზვერვო უწყებები თანხმდებიან, რომ რუსეთს ექნება შესაძლებლობა 2029 წლიდან ნატო-სთან კონფლიქტს შეეცადოს”, - აღნიშნა კააკმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს