BTU-ს ინიციატივით საქართველოში iamtheCODE-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტი ქალთა გაძლიერების მიმართულებით, BBC Top 100 Woman რეიტინგში დასახელებული და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლედი მარიემ ჟამმე ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.

ვიზიტის მიზანია საერთაშორისო ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 60 000 ზე მეტ კურსს აერთიანებს 18 ენაზე.

აღნიშნული სერთიფიცირებული კურსები საჩუქრად, სრულიად უფასოდ, ყველა პარტნიორი წევრისთვის იქნება შეთავაზებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია 250 000 უფასო ანგარიში, აქედან 50 000 კი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იქნება შეთავაზებული.

11 თებერვალსUN Women-ის და BTU-ს პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა iamtheCODE-ის ორგანიზაციის საქართველოში დაფუძნების ღონისძიება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში მერიემ ჟამმემ წარადგინა თავისი Keynote Speech, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი გამოცდილება, ორგანიზაციის მისია და იმ შესაძლებლობების სპექტრი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის ამ ინიციატივის ფარგლებში.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა გაძლიერების მიმართულებით მოქმედი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ; UN Women-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კაორი იშიკავამ და ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა.

iamtheCODE, რომელიც ამჟამად 87 ქვეყანაში ოპერირებს, მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალისა, მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში. საქართველო ამ ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორც რეგიონში ქალებისა და გოგონების ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი.

რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა