ნატო-ს გენმდივანი - ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აქამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში.

მაგრამ, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან, ვინაიდან, უკვე გავაკეთე [კომენტარი] და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ”, - განაცხადა რუტემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი