კახა ქემოკლიძე - სომხეთი უახლოვდება ევროკავშირს, ხდება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო გადავიდა კომიკური სახელმწიფოების რიგში - თურმე, კუალა-ლუმპურში უვიზო მიმოსვლა ყოფილა დღეს საქართველოსთვის პრიორიტეტი

სომხეთი უახლოვდება ევროკავშირს, ხდება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ამ დროს საქართველო, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა დღის წესრიგში, ამ ყველაფრის მკადრებლების გამო, გადავიდა კომიკური სახელმწიფოების რიგში - თურმე, კუალა-ლუმპურში უვიზო მიმოსვლა რომ ყოფილა, დღეს საქართველოსთვის პრიორიტეტი, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ქემოკლიძის თქმით, საქართველო თეთრი სახლის დღის წესრიგში რომ არ არის, ეს არის „ე.წ. ხელისუფლების ტრაგედია“ და, ამავდროულად, ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი მინუსი.

“სრულიად გამართლებულია, რომ ამ დე ფაქტო ხელისუფლების საერთაშორისო დონეზე, ისევე, როგორც შიდა დონეზე, უნდა მოხდეს დელეგიტიმაცია. ეს პროცესი დაწყებულია აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ინსტიტუციის დონეზე და ამას ძალიან მალე დაეწევა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან მყისიერი და მკაფიო გადაწყვეტილება.

საქართველო თეთრი სახლის დღის წესრიგში რომ არ არის, ეს არის ე.წ. ხელისუფლების ტრაგედია და, ამავდროულად, ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი მინუსი, მაგრამ გასაგებია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან გადაედო საქართველო პირდაპირ მტერი სახელმწიფოების მენიუში, რომ შეეჭამათ ეს ქვეყანა და რეალურად ეს პროცესი მიდის დღეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკა ითვალისწინებს ზოგადად გეოპოლიტიკურ კონტექსტს ფართო შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, იმ მიმართულებით, თუ რა ხდება საქართველოსა და სომხეთში, რომლის პარლამენტმაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო დღეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. ვინმეს წარმოედგინა, რომ სომხეთი ამას გააკეთებდა? სომხეთი უახლოვდება ევროკავშირს, ხდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ამ დროს საქართველო, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა დღის წესრიგში, ამ უგუნურების, ყველაფრის მკადრებლების გამო, გადავიდა კომიკური სახელმწიფოების რიგში - თურმე, კუალა-ლუმპურიში უვიზო მიმოსვლა რომ ყოფილა დღეს საქართველოსთვის პრიორიტეტი და ყველაზე ძლიერი პარტნიორებისთვის სილის გაწნა - ამათი დღის წესრიგის ნაწილი”, - განაცხადა ქემოკლიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა