კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ახლო მომავალში, დაანონსდა უკრაინის თემის გარშემო მოლაპარაკების გახსნა პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის. ამ შეხვედრაზე არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი, ამ შეხვედრაზე წყდება მთელი მსოფლიოს მომავალი.

პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს პოლიტიკაში პრეზიდენტი პუტინი - დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება. მათ შორის ერთი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, მეორე კი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის პრეზიდენტია და სწორედ უკრაინის საკითხთან ერთად წყდება, დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ტოტალიტარიზმი. რომელი მოახერხებს, რომ ისევ დიადი გახდეს, ამერიკა თუ რუსეთი, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამ ბრძოლაში კი, ვერცერთ ქართველს ბუნებრივად ვერ ექნება ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია. მეტიც, ვიდრეს ეს ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის ქომაგი ვერცერთ საკითხში ვერ ვიქნებით.

ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ახლა ტრამპი საუბრობს, გრენლანდიის თემა იქნება თუ რაიმე სხვა, არაფრისმომცემი რიტორიკაა. თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის ისეთი მარცხი იქნება, რომ მის შემდგომ სიდიადეზე საუბარიც კი წარმოუდგენელი გახდება.

იმედი მაქვს, სამართლიანობა და დემოკრატია გაიმარჯვებს. ეს ვითარება პირდაპირ ეხება ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალს, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს