„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პლატინიუმის სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ გასულ წელს „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტები სრულად დააკმაყოფილა და პლატინიუმის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. კლინიკის გუნდისთვის ეს იყო შრომატევადი და საინტერესო პროცესი, რომლის აქტიური მხარდამჭერი იყო ჰოსპიტლის დამფუძნებელი - "ევროპის უნივერსიტეტი".

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს და აკრედიტაციის მენეჯერს, დირექტორის მოადგილეს მაია ცანავას პლატინიუმის სერტიფიკატი გადასცეს: „აკრედიტაცია კანადის“ ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ტარასოვამ, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იულია შჩერბინამ, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელმა საქართველოში პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.

„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გუნდს მიულოცეს, რომ კლინიკებს შორის უმაღლესი შეფასება „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ძალიან მაღალი ხარისხი და სტანდარტია.

სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა „ჯო ენის“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანი ალადაშვილი, პაციენტთა საბჭოს კოორდინატორი იოსებ დემეტრაშვილი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ თანამშრომლები.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მისია ყოველთვის იყო პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჰოსპიტალი ორიენტირებულია ქვეყნის მოსახლეობას მიაწოდოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისები. ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო განათლებას, ინფორმირებულობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და უახლოეს მომავალში გაფართოებული სამედიცინო სერვისებით და ინფრასტრუქტურით წარვდგებით პაციენტების წინაშე. „აკრედიტაცია კანადის“ პლატინიუმის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა