"ფედერალისტებმა" პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანეს

პარტია „ფედერალისტებმა“ იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფედერალისტები“ ავრცელებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პირველი განაცხადი რეესტრმა აბსურდული ტექნიკური მიზეზებით დაახარვეზა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ანალოგიური წესდება დაარეგისტრირეს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია.

"უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი „ფედერალისტებმა“ პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს და ახლა ხერხი ვიხმარეთ, ავდექით, გადმოვწერეთ „ქართული ოცნების“ წესდება. ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, იდეოლოგიური სხვაობებია მხოლოდ და ვნახოთ, „ქართული ოცნების“ წესდებას დაახარვეზებს თუ არა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი. ვადა აქვს ერთი თვე. ჩვენს მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა, უბრალოდ ეს იქნება ტესტი, უკვე ღრმა რუსეთი ვართ, თუ არ ვართ", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარტია „ფედერალისტების“ რიგით მეორე სადამფუძნებლო ყრილობა 9 თებერვალს გაიმართა. მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო, დამტკიცდა პარტიის წესდება. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია. „ფედერალისტების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. პოლიტსაბჭოს წევრებად კი, ყრილობამ 22 კანდიდატი აირჩია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს