აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

ცნობისთვის, 7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის სასამართლო) დაასანქცირა.

აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომელთაც სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია.

სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს