გიორგი ვაშაძე - დროა, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება

ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს - ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქციები ახალ ეტაპზე გადავიდეს და პროტესტი ფართომასშტაბიანი გახდეს.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ხვალ 18:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება ევროპის მოედნიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მარშს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას. ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს და დავანახოთ, რომ დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია