ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - უკრაინას უნდა შეეძლოს რუსეთის აგრესიულ ომში გამარჯვება - ომის შედეგს ფუნდამენტური და გრძელვადიანი გავლენა ექნება ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე

სრულად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის უკან. უკრაინას უნდა შეეძლოს რუსეთის აგრესიულ ომში გამარჯვება. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, ომის შედეგს ექნება ფუნდამენტური და გრძელვადიანი გავლენა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენი პრიორიტეტი ახლა უკრაინის გაძლიერებაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან, ყველა ჩვენს ნატო-ელ მოკავშირესთან და ევროკავშირელ პარტნიორთან, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ძალის მეშვეობით. ჩვენ სრულად ვიღებთ ვალდებულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინა და ევროპა უნდა ჩაერთონ ნებისმიერ მოლაპარაკებაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

8 ქვეყნის ლიდერების განცხადებით, მზად არის, კიდევ უფრო გააძლიერონ კოლექტიური უსაფრთხოება და თავდაცვა და აიღონ პასუხისმგებლობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ძლიერ ინვესტიციას ვახორციელებთ საკუთარ თავდაცვაში. მოწოდებული ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება და თავდაცვა და ავიღოთ პასუხისმგებლობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. NB8 ქვეყნები ავრცელებენ განცხადებას იმ დროს, როდესაც უკრაინის მომავლის საკითხი ფართოდ განიხილება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს და როდესაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რათა განიხილონ ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის მომავალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა