ადვოკატი - მზია ამაღლობელს მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან

34-დღიანი შიმშილობის კვალობაზე, რა თქმა უნდა, გამხდარია, შენელებულია, თუმცა ისევ მხნედ არის, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელს არ გაჰკვირვებია.

„სასამართლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან. ქალბატონი მზიას საპატიმროში გატარებული ყოველი დღე არის უკანონო. არ არსებობს არცერთი რეალური გარემოება და მტკიცებულება, რომელიც წინასწარ პატიმრობას გაამართლებდა. სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის. ეს მზიას მიმართ ჯიბრში ჩადგომა და რეპრესიული იარაღის გამოყენებაა. არცერთი გარემოება მათ მხარეს არ არის, ქალბატონი მზია ამ დრომდე ითვლება ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებელ პირად. რეალურად ქალბატონი მზიას წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობა რევანშია.

ჯანმრთელობის მდგომარეობას კონკრეტულად რაც შეეხება, ჩვენ ადვოკატები ვხედავთ, რომ წონაში კლება აღენიშნება და დასუსტებულია, თუმცა ეს კვლევებით უნდა გამოჩნდეს. მაგრამ არ სურს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პლანზე იყოს",- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა