ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. მადლობელი ვარ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე მიიღო, და შემოწირულებებისთვის, რომლებიც ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა.

განვიხილეთ უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარება და ძალისხმევები, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო. რუსეთის ფედერაციას არ სურს ომის დასრულება და აგრძელებს გლობალური დაძაბულობების ესკალაციას. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა.

ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობაზე, მათ შორის ერთობლივ პროექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი ლითონების რესურსების ერთობლივად განვითარებაზე”, - წერს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები