მართლმადიდებლები მირქმას ზეიმობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა" (ხელში აიყვანა). სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ მიიცვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნად მოსულ მაცხოვარს არ იხილავდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის საუფლო დღესასწაულს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო