CBS News - აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის არმია ტრანსგენდერი პირების სამხედრო რიგებში გაწევრიანებას აღარ დაუშვებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული ტრანზიციის პროცედურების ჩატარებასა და ხელშეწყობას შეწყვეტს“, - აცხადებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები.

ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, „გენდერული დისფორიის მქონე პირებს, რომლებიც აშშ-ის ემსახურებიან, ღირსებითა და პატივისცემით მოეპყრობიან“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც პენტაგონს ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა 30 დღის განმავლობაში დაავალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები