უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო -  მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას - უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას არ აღიარებს და მას განიხილავს „როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას.

უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და მას განიხილავს როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.

უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო), ე.წ. დამოუკიდებლობას.

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები , ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს