ნიკა გვარამია - არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ - მაღლა მზე იქნება და „მთავარის“ გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან, ეჭვი არ მეპარება

არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ - მაღლა მზე იქნება და "მთავარის" გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან, ეჭვი არ მეპარება საერთოდ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და „მთავარი ახრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, „მთავარ არხს“ ფულადი სახსრები გააჩნია, თუმცა არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გადარიცხვებს ბლოკავს, რაც არხის ოპერირებას გაჩერებას იწვევს.

“ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური "სტაფი" და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს: კომუნალურს, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ითიშება.

არხს არ აყიდვინებენ რეკლამას.

აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ.

მაღლა მზე იქნება და "მთავარის" გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!“ - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „მთავარი არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ფინანსურ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამომდინარე არხის მენეჯმენტმა დილის გადაცემებისა და საღამოს პოლიტიკური ტოქშოუების მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ არხს ყოველდღიური ფინანსური ოპერირების საშუალება აღარ აქვს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა