ლაშა ბაქრაძე - მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის - მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ თბილისში მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მასშტაბური აქციებია საჭირო.

„ვფიქრობ, რომ მასშტაბური აქციები საჭიროა, რადგან ვხედავთ, რომ ნელ-ნელა პოლიცია ცდილობს, შეავიწროოს ეს პროტესტი. ასევე, ვხედავთ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმები მისდით ადამიანებს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, ბაქრაძე გამოეხმაურა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციას და განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ქმედებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.

„ევროპაში მალე იქნება უფრო მეტი რეაგირება. მაგალითად, გერმანიაში 23 თებერვალსაა არჩევნები და სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ბევრს არ უნდა მოველოდეთ. ასეთი მოცემულობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა მკაცრი რეზოლუცია მიიღო, უნდა ვნახოთ მთავრობები რას გააკეთებენ. მოთმინება გვჭირდება როგორც თბილისში, ისე დასავლეთთან მიმართებით, რადგან თუნდაც ამერიკაში შეცვლილი ადმინისტრაციის გამო შეყოვნებაა, რაც იმედი მაქვს მალე დასრულდება”, - განაცხადა ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს