ყოფილი მოსამართლე - 80 დღის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღე, რომ მსვლელობა მშვიდობიან ფარგლებს გასცდენოდა - კატასტროფაა ხელისუფლების სამივე შტოში, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებაში

80 დღის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ მსვლელობა მშვიდობიან ფარგლებს გასცდენოდა - კატასტროფაა ხელისუფლების სამივე შტოში, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლე დავით ჯუღელმა “ინტერპრესნიუსს” თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები თავად წარმოადგენენ კონსტიტუციისა და კანონის მცველებს.

„ეს ზღვა ხალხი წარმოადგენს საქართველოს ნათელი მომავლის აღმშენებლებს და მცველებს. ესენი არიან კონსტიტუციის მცველებიც, სამართლის მცველებიც, კანონის მცველებიც. 80 დღის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ მსვლელობა მშვიდობიან ფარგლებს გასცდენოდა. კატასტროფაა ხელისუფლების სამივე შტოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში”,- განაცხადა ჯუღელმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო