ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხმაური იყო -  შემთხვევის ადგილზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხმაური იყო. შემთხვევის ადგილზე, სოლიდარობის მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები, ასევე, დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევის ადგილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაახვედრათ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026