გიორგი გახარია - მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე

შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას - მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

“შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას, რომელთანაც გამოვხატე მადლიერება ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და მკაფიო პოზიციისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის არალეგიტიმური „არჩევნების“ წინააღმდეგ.

განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”,-აღნიშნავს გახარია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს