ანა დოლიძე - ძალისხმევა მხოლოდ ერთ რამეზეა, „ქართულმა ოცნებამ” კარგად გაისქელოს ჯიბეები

მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას სახელმწიფო ახორციელებს. სულ ეს არის. ამ ქოთანს ყურს ვერ მოაბამთ, სადაც პოლიცია და კამერა უნდა იყოს, იქ ნულოვანი ყურადღებაა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო ჩამოშლილია.

„მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას სახელმწიფო ახორციელებს. სულ ეს არის. ამ ქოთანს ყურს ვერ მოაბამთ, სადაც პოლიცია და კამერა უნდა იყოს, იქ ნულოვანი ყურადღებაა. ყველა პოლიცია, კამერა და ძალისხმევა, მხოლოდ ერთ რამეზეა: კარგად გაისქელოთ ჯიბეები ჩქარ-ჩქარა, დარჩენილ დღეებში. სახელმწიფო ჩამოშლილია. ნანგრევებსა და თხრილში ბავშვები იღუპებიან”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები