„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს

17 თებერვალს, პარლამენტში, "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილი "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს.

კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოუსმენენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

17 თებერვალს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივა, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა