ვახტანგ ყოლბაია - რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად

რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები შეაფასა. ყოლბაიას განცხადებით, „აშკარად ანტირუსული პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რადგან აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოების, ე.წ. სახელმწიფოებრიობის, ე.წ. სუვერენიტეტის გარანტი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“.

„ხანდახან საქართველოს მიმართ მზერა არ არის ის, რაც რეალურად, გადაწყვეტს მათ ჩვენდამი მობრუნებას. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან „მოგუდული“ დამოკიდებულება უნდა გამოვხატოთ. იმაზე მეტს, რაც გაკეთდა, ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ. ვინც არ უნდა მოვიდეს, მასთან უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არცერთ ე.წ. წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ ჰქონია. შეიძლება ამ რეჟიმით ვეცადოთ, რომ ე.წ. ახალი შემადგენლობა, რომელიც ახლა მოვა, მასთან გავშალოთ დიალოგი, რომელიც რეალურად, პოლიტიკურ ველზე გამოგვადგება. რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

მისი განცხადებით, ე.წ. არჩევნებში პრაქტიკულად, რუსეთის კანდიდატურამ კრახი განიცადა.

„პრაქტიკულად, ხალხმა უარი თქვა იმაზე, რასაც აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა ჰქვია. უარი თქვა ბინებზე, მიწების გასხვისებაზე, სამხედრო ნაწილების განლაგებაზე. იმ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ან განხორციელება უნდა. ხალხის განწყობა აშკარად არის იმის წინააღმდეგ, რასაც რუსული მხარე ვარაუდობდა. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობისადმი დამოკიდებულება შემსუბუქდეს და უფრო ლმობიერი გახდეს. ბადრა გუნბა მოვა თუ ადგურ არძინბა, არიქა, ქართველებო თქვენთან მოვდივართ და ყველაფერი დაგვახვედრეთ, რაც სასარგებლოაო, ამის მოლოდინი არ მაქვს“,-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ცნობისთვის, 15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთმა „კანდიდატმა“ მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის