პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს.

კომიტეტის წევრებმა ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

XI მოწვევის პარლამენტში არის „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი ორი პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის“ ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ.

აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა