ანა დოლიძე - ჩემი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა

სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მისი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო "სიმართლის კომისია".

„ჩემი პოზიცია და შეთავაზება თავის დროზე დაფუძნებული იყო მსოფლიო გამოცდილებას და ასეულობით კვლევას: 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა. ამის მაგივრად დღევანდელ უნიჭო დადგმაში არალეგიტიმურ პარლამენტში სრული სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები.

დავიწყოთ ნათია თურნავადან.

1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს