ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - პუტინი არ შეიცვლება - ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ შეიცვლება.

უკრაინული მედიის ცნობით, დოვილე შაკალიენის ამ განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამისთვის სრული მზადყოფნაა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს“, - აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს