თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior მესტიაში წარმატებით ჩატარდა

13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია.

შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს.

გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქციას და დაეგემოვნებინათ სვანური სამზარეულოს კერძები.

Svaneti Freeride Week Junior-ის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:

U14 სნოუბორდი: დემეტრე იოსელიანი (ოქრო)

U14 თხილამური: ნიკოლოზ გვარლიანი (ოქრო); ალექსანდრე მეტრეველი (ვერცხლი); ალექსანდრე ხერგიანი (ბრინჯაო)

U16 თხილამური: რეზი ჯაფარიძე (ოქრო); ნიკოლოზ ნაკანი (ვერცხლი); კახუნა გოშთელიანი (ბრინჯაო)

U18 თხილამური: საბა მჭედლიანი (ოქრო); რეზი ჭეხანი (ვერცხლი); დათუნა რატიანი (ბრინჯაო)

ფრირაიდის კვირეულმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცა საშუალება თავი გამოეჩინათ მსოფლიო მასშტაბის ტურნირზე. ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი პროფესიული კარიერის განვითარებაზე ზრუნვა, თიბისის პრიორიტეტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ყოველწლიურად იზრდება მასშტაბი, დაინტერესება და ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა.

წელს, ზამთრის სპორტის მხარდაჭერას თიბისი გუდაურში გააგრძელებს. 20 მარტს, Freeride Week Junior-ის მომდევნო ეტაპი გაიმართება.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია