სებ - ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო 2025 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებია - მათი წილი 45%-ია

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 45.1%-ს უტოლდება და 109.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „კვლავ მაღალი ტემპით იზრდება აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა და მნიშნელოვანი წვლილი აქვს ჯამურ მოცულობაში. იანვრის მონაცემებით, აშშ-დან ქვეყანაში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“.

ამასთან, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ჯამურად 8.5%-ით შემცირდა და 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირებას მეტწილად რუსეთიდან გზავნილების კლება განაპირობებს. ამასთან, გრძელდება ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 8.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს