მამუკა მდინარაძე - მიმდინარე კვირაში დაინიცირდება „ფარას” ამერიკული კანონი, „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება - ასევე კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას შეეხება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაინიცრდება "ფარას" ამერიკული კანონი.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება.

ასევე, მდინარაძის თქმით, დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღებას შეზღუდვას.

„მიმდინარე კვირაში დაინიცირდება "ფარას" ამერიკული კანონი რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას.

„ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი. „სიპების“ ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტი-ნარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლო მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება“,- განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს