კიტ კელოგი - კიევი თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებას“

კიევი თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებას“, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინის გადაწყვეტილება უკრაინის გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ზელენსკი სუვერენული ერის არჩეული ლიდერია და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებებია და მათ სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს არავინ დაუწესებს“, - განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის უკრაინაც და რუსეთიც მზად არიან, რადგან ბრძოლის ველზე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.

„ახლა, როგორც ჩანს, „თამაშიდან გასვლა“ ორივე მხარეს სურს“, - აღნიშნა კელოგმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი უკრაინას 20 თებერვალს ეწვევა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს