კირ სტარმერი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ - სასწორზე მხოლოდ მისი მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისი თქმით, „სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“.

„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს“, - აღნიშნა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე „ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს