თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამშვიდობო პროცესში ანკარას შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს, ვიდრე ბევრმა სხვა აქტორმა

რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში დიდი ნახტომი მოხდა და თურქეთი მზად არის ყოველმხრივ წვლილი შეიტანოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის აღდგენაში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისუნარიანი, გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა", - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

სამშვიდობო პროცესში ევროპის როლთან დაკავშირებით საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს იმსახურებენ. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს ასევე კანონიერი ადგილი ეკუთვნის მოლაპარაკებებში - და რომ ანკარას შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს, ვიდრე ბევრმა სხვა აქტორმა.

"ეს ხდება ჩვენს უშუალო სამეზობლოში და ჩვენ მჭიდრო კავშირები გვაქვს ორივე მხარესთან", - აღნიშნა ფიდანმა.

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოტენციურ დათმობებზე საუბრისას, ფიდანმა "მწარე არჩევანის" შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„იდეალურ მსოფლიოში ვისურვებდით, ვიხილოთ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებულია. მაგრამ ეს არის ომის დრო“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა და დასძინა, რომ მხოლოდ დრო გამოავლენს, იქნება თუ არა საკმარისი ამერიკის შუამავლობა რუსეთისა და უკრაინის კომპრომისამდე მისაყვანად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს