The New York Times - აშშ-სთან მოლაპარაკებების წინ რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

აშშ-სთან მოლაპარაკებების წინ რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

New York Times-ის ცნობით, რუსეთმა 28 წლის ამერიკელი, კალობ ბაიერს უეინი გაათავისუფლა, რომელიც 7 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში მცირე ოდენობით მარიხუანას გადატანის ბრალდებით დააკავეს.

უეინის ადვოკატების განცხადებით, გაცვლა არ მომხდარა და რუსეთმა იგი უპირობოდ გაათავისუფლა.

დღეს, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთმა, გაცვლის შედეგად, 61 წლის ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ფოგელს მარიხუანას გადატანისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მარკ ფოგელის სანაცვლოდ აშშ-მა ალექსანდრე ვინნიკი გაათავისუფლა, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟის გამოყენებით ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს