ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის - უნდათ, მას ასიამოვნონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს სამუდამოდ არ დათმობს.

„იურიდიულად, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა დაბრუნდება. დღეს თუ არა, ხვალ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია.

„აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის. იმიტომ, რომ მათ უნდათ, მას ასიამოვნონ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჰეგსეტი „უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეს დეტალებს" და რომ ამისთვის მას დრო სჭირდება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ომის შესაძლო დასრულების შესახებ მოლაპარაკების პროცესიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამოირიცხოს.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ზელენსკიმ განაცხადა: „არ შეიძლება ეს უბრალოდ მოლაპარაკებების მაგიდიდან აიღო. არა მგონია, ვინმე დაინტერესებული იყოს ავღანეთი 2.0-ით."

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა