სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა 5000-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ ისაკო დევიძეს დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ისაკო დევიძეს დაეკისრა - 5 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მარიამ გაჩეჩილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაჩეჩილაძე გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, როდესაც, უწყების განმარტებით, გზის გადაკეტვის საჭიროება არ იყო აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. კერძოდ, უწყების ცნობით, ისაკო დევიძემ გზა ხელოვნურად 8 იანვარს, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძემ 9 იანვარს გადაკეტა. შსს-ს ინფორმაციით, მტკიცებულების სახით გააჩნიათ სამეთვალყურეო კამერის ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახულია დევიძისა და გაჩეჩილაძის მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტები.

რაც შეეხება გაჩეჩილაძისა და დევიძის პოზიციებს, მათი თქმით, მათ გზა არ გადაუკეტავთ, შესაბამისად თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძემ გადაწყვეტილების გამოტანამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოტივად, მოსამართლისადმი უნდობლობა დაასახელა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს