საქართველოში მოდის წამყვანი ფრანგული ინსტიტუტი ESMOD შემოდის

მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს.

აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი პარიზში ESMOD-ის კამპუსში მოეწერა.

ESMOD მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა.

BTU-სთან პარტნიორობით, საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება 2025 წლის გაზაფხულიდან. კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები და ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები, ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები და ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ მოდის სფეროში. მათ შორის, ცნობილი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, რომლებიც BTU - სთან პარტნიორობით პროექტის ინიციატორებიც არიან. საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება 2025 წლის გაზაფხულიდან. სრული პროგრამა მოიცავს 3 ცალკე კურსს: The Fashion Market, Creative Process Management, From Market to Consumer

აღსანიშნავია, რომ 3 კურსიდან ერთ-ერთზე - The Fashion Market დაინტერესებული პირებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

The Fashion Market, რომელიც 60 საათიანია და შედგება 5 მოდულისგან:

  • TRENDS;
  • FASHION CULTURE;
  • MARKETING - STORYTELLING;
  • MARKETING - POSITIONING;
  • PRODUCT TYPOLOGY.

პროგრამის ღირებულებაა 1700 ევრო.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ვებ გვერდზე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს