ურსულა ფონ დერ ლაიენი კიტ კელოგს - ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დასრულდეს სისხლისღვრა და ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას, რასაც უკრაინა იმსახურებს

ევროპა გეგმავს გაზარდოს თავდაცვის წარმოება და ხარჯები, გააძლიეროს როგორც ევროპის, ისე უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კეიტ კელოგთან შეხვედრაზე განაცხადა.

კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და თავდაცვის უზრუნველყოფაში და რომ უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის ჯამური ვალდებულება 135 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ნებისმიერი სხვა მოკავშირის მიერ გაღებულ დახმარებაზე მეტია.

„პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ, პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ნებისმიერმა გამოსავალმა პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ამყარებს უჭერს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. მან ასევე გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რათა დასრულდეს სისხლისღვრა და ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას, რასაც უკრაინა და მისი ხალხი სამართლიანად იმსახურებენ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კიტ კელოგს შორის შეხვედრა დღეს, ბრიუსელში გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს