კახა გოგოლაშვილი - ტრამპი ფიქრობს მხოლოდ ერთზე, როგორ გადმოიბიროს რუსეთი თავის მხარეს, ჩინეთის წინააღმდეგ - მაინც და მაინც არც ევროპის ბედი აინტერესებს, არც უკრაინის და არც დემოკრატიის

ტრამპი ფიქრობს მხოლოდ ერთზე - როგორ გადმოიბიროს რუსეთი თავის მხარეს ჩინეთის წინააღმდეგ და მაინც და მაინც არც ევროპის ბედი აინტერესებს, არც უკრაინის და არც დემოკრატიის , - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპმა, როგორც პრეზიდენტმა, უკვე „დიდი სისუსტეები“ გამოაჩინა.

„აშშ-მა დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან ერთი ერთზე. კი დაიწყო, მაგრამ ცუდად დაიწყო. მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები იყო კაპიტულანტური. ტრამპი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა, რომ ბოლოს და ბოლოს თურმე რაღაცას დაარეგულირებენ პუტინთან და "დიდ რვიანში" შეიყვანს პუტინს. თითქოს ეს ომის სამი წელი არ ყოფილა, თითქოს დანაშაულები არ ჩაუდენია პუტინს, თითქოს გასამართლებული არ არის საერთაშორისო ტრიბუნალით და თითქოს უკრაინა არ არის თავიდან ბოლომდე აღსადგენი. პირიქით, რუსეთს არ უნდა წაუყენო ულტიმატუმი, რომ დაგთანხმდები მშვიდობაზე იმ შემთხვევაში თუ რეპარაციებს გადაიხდი და ზიანს აანაზღაურებ?! ძალიან სუსტი პოზიციებიდან დაიწო საუბარი. ეს ამერიკის ბრალი კი არ არის, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ბრალია. ტრამპმა, როგორც პრეზიდენტმა, უკვე გამოაჩინა ძალიან დიდი სისუსტეები.

მეორე საკითხია ევროპასთან შეუთანხმებლობა. პრაქტიკულად, არანაირ საქმის კურსში არ ჩაუყენებია თავისი პოზიციის შესახებ, მოვიდნენ და მიუნხენის სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რა პოზიციები აქვთ და სად თმობენ. უკრაინის ტერიტორიებს თმობს აშშ, ნატო-ს საკითხს თმობს, ჯარები არ შეჰყავს უკრაინაში მის დასაცავად და ევროპას ავალებს, რომ დაიცვას, შეიყვანოს ჯარი და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულება, ხოლო 500 მილიარდის უკრაინული წიაღისეული თურმე ამერიკამ უნდა წაიღოს, რადგან ყველაზე მეტი დახარჯა. პრინციპში, ესეც ტყუილია, არ დაუხარჯავს ყველაზე მეტი, ევროპამ უფრო მეტი დახარჯა. ერთობლივად ევროპამ სადღაც 120 მილიარდი დახარჯა, ხოლო ამერიკამ 75 მილიარდი. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ შეიარაღება, რომელზეც აშშ ხარჯავდა ფულს, ამერიკული იყო ანუ საკუთარ ინდუსტრიაში აკეთებდა ინვესტიციას. ევროპა აშკარად უფრო დაზარალებულია და მეტი აქვს სათქმელი. ევროპის პრობლემაა ერთიანობა, ისეთი ძლიერი ვერ გახდა საგარეო ასპარეზზე როგორც ამერიკა და ტრამპი თავს აძლევს უფლებას, რომ საქმის კურსშიც არ ჩააყენოს ისე მოილაპარაკოს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო