საერთაშორისო ორგანიზაციები - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაასრულონ „მედიის უპრეცედენტო“ დევნა. ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” (IPI) ავრცელებს.

“მას [მზია ამაღლობელს] პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ ბრალს - რაც ციხეში შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს - რაც ბათუმის პოლიციის უფროსთან ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკებას მოყვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თანახმად, ინციდენტის ვიდეომასალა აჩვენებს, რომ სილას საკმარისი ძალა არ გააჩნდა ზიანის მისაყენებლად და, შესაბამისად, სიმწვავის ზღვარს ვერ აღწევს სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ბრალდებებისთვის.

ამაღლობელის დაპატიმრებამდე, “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე დგებუაძის მხრიდან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. “ბათუმელებს” ამის შესახებ არაერთხელ დაუწერიათ და დგებუაძის მმართველობის ქვეშ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობები გამოუაშკარავებიათ.

ცალკე შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს, “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს, 8-დღიანი ადმინისტრაციული დაკავება მიუსაჯა. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს დააკავა, როდესაც ის პროტესტებს აშუქებდა. პროკურატურამ მას სამართალდამცავი ოფიცრებისგან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დააბრალა.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ამაღლობელი და დაასრულონ მედიის ეს უპრეცედენტო დევნა. ამას გარდა, მოვითხოვთ იმ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიანად გამოძიებას, რომელსაც მან გაუძლო”, - ნათქვამია განცხადებაში.

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” (IPI) გარდა, ხელმომწერები ასევე არიან “ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის” (ECPMF), “ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია” (EFJ), PEN International, “სამართალი ჟურნალისტებისთვის ფონდი” (JFJ) და ა.შ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს