ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების წარმოებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის გათვალისწინებული არ იქნება

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის გათვალისწინებული არ იქნება.

შესაბამისი ცვლილება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტმა 19 თებერვლის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწოდოს.

როგორც მან პროექტის საკომიტეტო განხილვისას განმარტა, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს. ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და მისი უსასყიდლო მიწოდებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილების მიღების შედეგად, შპს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადისათვის შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებას და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს