სერგეი ლავროვი - საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“  სხდომათა დარბაზში - კარი ღიაა, სკამი დგას

საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ სწორედ “3+3” ფორმატი გვაქვს და რომ გვესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში”, - განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა: “ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას”.

ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” ეყრდნობა.

“ხოლო ის, რომ “3+3” ყველა წევრის ინტერესებში [მუშაობს], ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად “3+1” ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ბაიდენის ხალხი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა - "3+3 ფორმატი" - გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ "3+3 ფორმატის" შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს